სიმსივნის გამომწვევი მიზეზი უცნობია, იგი ყალიბდება მაშინ, როცა საყლაპავის უჯრედებში არსებული დნმ-ის მუტაციის გამო, უჯრედები იწყებენ უკონტროლო ზრდასა და გამრავლებას, არანორმალური უჯრედების დაგროვება აყალიბებს სიმსივნეს საყლაპავში, სამწუხაროდ შესაძლებელია კიბოს უჯრედები მიმდებარე ქსოვილების მოიცვან, სიმსივნეს ასევე შეუძლია მოწყდეს თავდაპირველ ადგილს და ორგანიზმის სხვა ნაწილებში გავრცელდეს.
სიმსივნის განვითარებასთან ერთად ჩნდება შემდეგი სიმპტომები: გაძნელებული ყლაპვა, მცდელობის გარეშე წონაში დაკლება, ტკივილი, ზეწოლის ან წვის შეგრძნება მკერდის არეში, გულძმარვა ან მოუნელებლობა, რომელიც უარესდება დროთა განმავლობაში, ხველა ან ხმის ჩახლეჩა.