საფეთქელ-ქვედა ყბის მყესების დეგენერაცია

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის შემადგენლობაში შედის ძვლოვანი და ხრტილოვანი სტრუქტურები, მყესები და კუნთები. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მომუშავე სახსარია. ქვედა ყბა თითქმის განუწყვეტლივ მოძრაობს. ღეჭვის, ლაპარაკის, მთქნარების და სხვა მოქმედებების დროს ის დღეში დაახლოებით ორიათას მოძრაობას ასრულებს. 

გამომწვევი მიზეზები

საფეთქელ-ქვედა ყბის მყესების დეგენერაცია შესაძლოა გამოიწვიოს ართრიტმა,  საღეჭი კუნთების სხვადასხვა პათოლოგიამ. 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა შესაძლებელია როგორც ქირურგიული ჩარევით ისე კონსერვატიული მკურნალობით.