ექიმებმა ზუსტად არ იციან თუ რა იწვევს სარკოიდოზს. ზეგიერთ ადამიანს აღენიშნება დაავადების განვითარებისადმი გენეტიკური მიდრეკილება, რომელსაც ბიძგს აძლევს რაიმე გარემო ფაქტორი, როგორიცაა ბაქტერია, ვირუსი, მტვერი ან ქიმიური ნივთიერება. მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ სარკოიდოზთან დაკავშირებული კონკრეტული გენებისა და ნივთიერებების აღმოჩენას. ნორმალურ პირობებში, იმუნური სისტემა ორგანიზმს იცავს უცხო ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმებისგან, როგორიცაა ბაქტერია და ვირუსი. თუმცა სარკოიდოზის დროს, იმუნური უჯრედები გროვდებიან და აყალიბებენ ანთების ერთ-ერთ ფორმას, გრანულობას. გრანულომები გროვდებიან ორგანიზმში, რისი შედეგადაც აქვეითებენ მათ ფუნქციას.
უმეტეს შემთხვევაში სარკოიდოზის თავდაპირველი სიმპტომებია დაღლილობა, სიცხე, ლიმფური კვანძების შესიება, წონაში კლება.
სარკოიდოზის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა ზოგიერთი სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემდგომ ადამიანები ნორმალურად აგრძელებენ ცხოვრებას.