სამწვერა ნერვის დაზიანება

სამწვერა ნერვი შერეული ტიპის ნერვია - შეიცავს როგორც მგრძნობელობით ისე მამოძრავებელ ნეირონებს და შესაბამისად, ორივე ფუნქციის მატარებელია. მგრძნობელობითი ნეირონები სახის მთელი ნახევრის მგრძნობელობას განაგებენ,  მოტორული ნეირონებით კი საღეჭი კუნთების ინერვაცია ხდება. გარდა ამისა, სამწვერა ნერვის მგრძნობელობითი ტოტების მეშვეობით გადაეცემა საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლებს პარასიმპათიკური ნერვული იმპულსები.

გამომწვევი მიზეზები

სამწვერა ნერვის დაზიანება დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობასთან, როგორიცაა სამწვერა ნერვის ნევრალგია, ეს არის საკმაოდ მტკივნეული ქრონიკული მდგომარეობა, როცა სახის მსუბუქმა გაღიზიანებამ, მაგალითად მაკიაჟის გაკეთებამ, შესაძლოა გამოიწვიოს აუტანელი ტკივილი.

მკურნალობა

მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარების გზით