სათესლე ჯირკვლის წყალმანკი

სათესლე ჯირკვლის წყალმანკი, ჰიდროცელე, ეწოდება სეროზული სითხის დაგროვებას სათესლე ჯირკვლის გარსებს შორის. ის შეიძლება განვითარდეს გადატანილი ანთების ან ტრავმის შემდეგ, თუმცა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და იდიოპათიურიც. იშვიათად წყალმანკი სათესლე ჯირკვლების ოპერაციული მკურნალობის შემდეგაც ვითარდება.

სიმპტომები

სათესლე პარკი დიდდება, ზღუდავს მოძრაობას, იწვევს დისკომფორტს სიარულის, ჯდომის, მუშაობის, სქესობრივი კონტაქტის დროს. 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა