უცნობია რატომ ვითარდება სათესლის შემოგრეხა. სავარაიდო გამომწვევ მიზეზად ითვლება სათესლე ბაგირაკის შემოხვევა სათესლე ჯირკვალზე. ერთზე მეტის შემოხვევის შემთხვევაში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა უფრო მწვავე, დაზიანება კი უფრო სწრაფი იქნება. ადამიანების უმეტესობას აქვთ თანდაყოლილი ნიშანი, რომელიც საშუალებას აძლევს სათესლეს თავისუფლად იმოძრაოს სათესლე პარკში. ეს თანდაყოლილი მდგომარეობა ვითარდება ორივე სათესლეში, თუმცა მის მქონე ყველა მამაკაცს არ უვითარდება სათესლის შემოგრეხა.
მგომარეობას ახასიათებს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
სათესლის შემოგრეხა გადაუდებელ ოპერაციას მოითხოვს. სწრაფი ჩარევის შემთხვევაში ხერხდება სათესლის გადარჩენა. როდესაც სისხლის მომოქცევა ხანგრძლივად წყდება, სათესლე შეიძლება იმდენად დაზიანეს, რომ მისი ამოკვეთა გახდეს საჭირო.