რძე-ალკალის სინდრომი გულისხმობს ორგანიზმში კალციუმის რაოდენობის მატებას, რაც საბოლოოდ იწვევს თირკმელების ფუნქციის დარღვეას. მდგომარეობა ძირითადად ყალიბდება კალციუმის შემცველი პრეპარატების დიდი რაოდენობით მიღებით, ასევე ორგანიზმში D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით არსებობისას.
სიმპტომები
რძე-ალკალის სინდრომი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
დაბნეულობა და უცნაური ქცევა
დეპრესია
გადაჭარბებული შარდვა
დაღლილობა
არარეგულარული გულისცემა
ღებინება
გულისრევა
მკურნალობა
დაავადების მკრუნალობა გულისხმობს ინტრავენური გადასხმების საშუალებით ორგანიზმში სითხის შეყვანას, გარდა ამისა აუცილებელია კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღების შეწყვეტა.