როტავირუსი

როტავირუსი ახალშობილებსა და ბავშვებში ფაღარათის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ვირუსია როტავირუსი დაინფიცირებული ადამიანის განავალში დაავადების განვითარებამდე რამდენმე დღით ადრე გამოიყოფა. ვირუსი სიმპტომების გავლიდან 10 დღის განმავლობაში კვლავ გადამდებია. ყველაზე მარტივად იგი ხელიდან პირზე კონტაქტით ვრცელდება, განურჩევლად იმისა აქვს თუ არა ადამიანს სიმპტომები. ინფექცია ქმნის დისკომფორტს, მაგრამ საშიში არ არის და მკურნალობა ძირითადად სითხეების მიღებით შემოიფარგლება. იშვიათად ვითარდება მძიმე გაუწყლოება და საჭიროა სითხეების ინტრავენულად გადასხვა კლინიკაში, გაუწყლოება ყველაზე მძიმე გართულებაა და განვითარებად ქვეყნებში სიკვდილიანობასაც იწვევს.

სიმპტომები

რაც შეეხება სიმპტომებსა და ნიშნებს, ინფექცია ძირითადად იწყება ცხელებითა და ღებინებით, რასაც მოსდევს თხიერი ფაღარათით მიმდინარე 3-8 დღე. ინფექცია შესაძლოა გამოვლინდეს მუცლის ტკივილითაც. ზრდასრულებში, რომლებიც სხვამხრივ ჯანმრთელები არიან, როტავირუსი მხოლოდ მსუბუქ ნიშნებს იწვევს ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მკურნალობა

ინფექციის პრევენციის მიზნით საჭიროა ვაქცინაცია ახალშობილებში, უფრო მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებში, რომელთაც ინფექცია მძიმედ არ უვითარდებათ, ხელების ხშირი დაბანა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.