როზაცეა

როზაცეა კანის ხშირი დაავადებაა, რომელიც იწვევს სიწითლეს და მცირე ზომის, წითელ, ჩირქით სავსე ამობურცულობებს კანზე.

გამომწვევი მიზეზები

როზაცეას განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მიჩნეულია, რომ დაავადებას იწვევს მემკვიდრული და გარემო ფაქტორების ერთობლიობა. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც იწვევს სისხლის მომარაგების გაძლიერებას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ან დაამძიმოს როზაცეა. ასეთ ფაქტორებს მიუკუთვნება: ცხელი, ცხარე საკვები ან სასმელები, ალკოჰოლი, მაღალი ტემპერატურა, მზის სინათლე, სტრესი, ბრაზი, და უხერხულობა, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ცხელი აბაზანები ან საუნა, ასევე მედიკამენტები, რომელთა მიღებაც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, მათ შორის წნევის დასარეგულირებელი წამლები.

სიმპტომები

როზაცეას განვითარებაზე მიანიშნებს შემდეგი სიმპტომები:

დაავადების მქონე პაციენტების ნახევარში აღინიშნება თვალის სიმშრალე, გაღიზიანებადობა და ასევე ქუთუთოების შესიება და სიწითლე, რიგ შემთხვევაში, თვალის სიმპტომები კანის გამოვლინებებს უსწრებს წინ. იშვიათად როზაცეა იწვევს ცხვირზე არსებული კანის შესქელებასაც, რაც განაპირობებს ცხვირის გაბუშტვას, ეს მდგომარეობა ძირითადად მამაკაცებში ვლინდება.

მკურნალობა

სამედიცონო ჩარევის გარეშე როზაცეას ახასიათებს გაუარესება დროთა განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ როზაცეა არ იკურნება, სამკურნალო საშუალებები აკონტროლებენ და ამსუბუქებენ სიმპტომებს.