რესპირატორული უკმარისობა

სუნთქვის უკმარისობა, არის მდგომარეობა როდესაც ადამიანი გულმკერდის არეში განიცდის დაწიმვის შეგრძნებას, სულის შეხუთვას. გამომწვევი მიზეზის მიხედვით ადამიანს სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განუვითარდეს ან ერთხელ, ან პერიოდულად, მომავალში მუდმივად განვითარების რისკით.

გამომწვევი მიზეზები

სუნთქვის უკმარისობის მიზეზები უმეტესად გულთან და ფილტვებთანაა დაკავშირებული. გული და ფილტვები მონაწილეობენ ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებაში და ნახშირორჟანგის გამოტანაში. ამ ორი პროცესიდან ნებისმიერის პრობლემა აისახება სუნთქვაზე. ნებისმიერი სხვა მიზეზის დროს სუნთქვის უკმარისობა დიდი ალბათობით რაიმე სამედიცინო პრობლემაზე მიანიშნებს. 

მკურნალობა

სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და შემდგომი მკურნალობა მისი გამომწვევი მიზეზის შესუსტების მიზნით