რესპირატორული დიფტერია

რესპირატორული დიფტერია  ბაქტერია Corynebacterium diphtheriae-ის მიერ გამოწვეული დაავადებაა. სასუნთქ გზებში ბაქტერიის მოხვედრის შემდეგ გამოიმუშავებს ტოქსინს და იწვევს მწვავე დაავადებას. 2-3  დღის განმავლობაში  ცხვირში და ყელში ჩნდება სქელი ნადები (ე.წ. ფსევდომემბრანა), რომელიც ართულებს სუნთქვის და ყლაპვის პროცესს.  ტოქსინი შესაძლებელია  მოხვდეს სისხლში და გამოიწვიოს  გულის, ფილტვების, თირკმლების და ნერვული სისტემის დაზიანება. ბაქტერია ადამიანიდან ადამიანზე გადადის წვეთოვანი გზით, ხველის ან ცემინების დროს რესპირატორული წვეთების საშუალებით,  დაბინძურებული ნივთებიდან, იშვიათად შესაძლებელია გადაეცეს  დაზიანებული  კანის საფარველიდან. 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

მკურნალობა

აუცილებელია დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაცია და მკურნალობის კურსის დროულად ჩატარება