რეინოს ფენომენი

რეინოს ფენომენი ეწოდება დაავადებას, რომელიც იწვევს სხეულის გარკვეული ნაწილების, როგორიცაა ხელის თითები ან ფეხის თითები, დაბუჟებას, მგრძნობელობის დაქვეითებას, სიცივის ან სტრესის პირობებეში. რეინოს დაავადების დროს, მცირე ზომის არტერიები, რომლებიც თითებს ამარაგებენ, ვიწროვდება და ვითარდება ვაზოსპაზმი. დროთა განმავლობაში ეს არტერიები შეიძლება გასქელდეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სისხლის მიწოდებას თითებში.

გამომწვევი მიზეზები

ყველაზე ხშირად შეტევის განვითარებას დაბალი ტემპერატურა იწვევს. არსებობს მდგომარეობის ორი ტიპი, პირველადი და მეორეული. პირველად ტიპს რეინოს დაავადება ეწოდება და ყველაზე გავრცელებული ფორმაა. რეინოს დაავადებას არ ახლავს თან რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია ვაზოსპამის გამოწვევა. მეორეულ ტიპს რეინოს ფენომენი ეწოდება და გამოწვეულია სხვა დაავადებით. მეორეული რეინოს ფენომენი უფრო იშვიათია, ვიდრე რეინოს დაავადება, მაგრამ ხშირად უფრო მძიმეა. რეინოს ფენომენის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება: შემაერთებელი ქსოვილისა და არტერიის დაავადებები, მაჯის გვირაბის სინდრომი, განმეორებითი მოძრაობა ან ვიბრაცია, მაგალითად კლავიატურაზე ხშირი აკრეფა, ფორტეპიანო და მსგავსი აქტივობები, ასევე ვიბრაციულ ტექნიკაზე მუშაობა ასოცირებულია რეინოს ფენომენის მაღალ რისკთან, გამომწვევ მიზეზს ასევე მიუკუთვნება მოწევა, ხელის ან ფეხის დაზიანებები, გარკვეული მედიკამენტები.

სიმპტომები

დაავადების სიმპტომები და ნიშნები დამოკიდებულია შეტევების სიხშირეზე, ხანგრძლივობაზე, სისხლძარღვების სპაზმის სიძლიერეზე. პაციენტებს ძირითადად აღენიშნებათ: 

მკურნალობა

რეინოს ფენომენი უფრო ხშირად ქალებში გვხვდება, მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და თანმხლებ დაავადებებზე, მდგომარეობა უმეტესად არ არის მძიმე, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს დისკომფორტი.