დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა ებრძვის სინოვიუმს - სახრსების გარშემო არსებული მემბრანის ამომფენი გარსი. ანთება იწვევს სინოვიუმის შესქელებას, რაც ანადგურებს სახსრებში არსებულ ძვლებსა და ხრტილებს. მდგომაროების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ექიმებისთვის უცნობია, თუმცა მიჩნეულია, რომ დაავადების განვითარებაში ჩართულია გენეტიკური კომპონენტი, მიუხედავად იმისა რომ გენები პირდაპირ არ იწვევენ დაავადებას მათ შეუძილიათ ადამიანი მიდრეკილი გახადონ იმ გარემო ფაქტორებისადმი, რომლებიც იწვევენ რევმატოიდულ ართრიტს, მაგალითად ზოგიერთი ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეული ინფეცია.
პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:
რევმატოიდული ართრიტი ადრეულ ეტაპზე აზიანებს მცირე ზომის, განსაკუთრებით ხელის თითების მტევნებთნ და ფეხის თითების ტერფებთან დამაკავშირებელ სახსრებს. დაავადების მსვლელობასთან ერთად, სიმპტომები ვრცელდება მაჯებზე მუხლებზე, კოჭებზე, იდაყვებზე ბარძაყებსა და მხრებზე.
დაავადების მკურნალობა მოიცავს სიმპტომების კონტროლსა და სახსრების დამატებითი დაზიანებისგან თავის არიდებას.