პროქტიტის განვითარებას იწვევს ისეთი მდგომარეობები როგორიცაა, ნაწლავის ანთებითი დაავადება, სქესობრივად გადამდები ინფექციები, მაგალითად გონორეა, გენიტალური ჰერპესი, ქლამიდია. ინფექციური პროქტიტი დაკავშირებულია შიდსის ვირუსთანაც. დაავადება შეიძლება განვითარდეს სხივური თერაპიით სწორ ნაწლავთან არსებული ორგანოების მკურნალობისას. ზოგიერთ შემთხვევაში ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკები ანადგურებენ სასარგებლო ბაქტერიებს ნაწლავებში და საშუალებას აძლევენ დაავადების გამომწვევ ბაქტერიას - კლოსტრიდიუმ დიფიცილეს გამრავლდეს სწორ ნაწლავში. ახალშობილებში პროქტიტი ყალიბდება თუ ისინი იღებენ ძროხის რძეს ან სოიოს შემცველ პროდუქტებს, ასევე ძუძუთი კვებისას თუ დედა იკვებება რძის პროდუქტებით. დაავადების ერთ-ერთი ფორმა, ეოზინოფილური პროქტიტი, ვითარდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხასიათდება სისხლის თეთრი უჯრედების დაგროვებით სწორი ნაწლავის კედლებში.
პროქტიტის განვითარებასთან ერთად იწყება შემდეგი სიმპტომების გამოვლინება:
პროქტიტის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და დროული მკურნალობის ჩატარება, გართულებების თავიდან ასაცილებად.