პრინცმეტალის ანგინა
პრინცმეტალის ანგინა საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, რომელსაც იწვევს კორონარულ არტერიებში განვითარებული სპაზმები. ეს არტერიები უზრუნველყოფენ გულის კუნთების ჟანგბადით სავსე სისსხლით მომარაგებას. დაავადება ძირითადად იმ ახალგაზრდა პაციენტებში ვითარდება, რომელთაც აქვთ ანგინის სხვადასხვა ფორმა. სპაზმური შეტევები უმეტესად მოსვენების პერიოდში ვითარდება, შუაღამით ან გათენებისას. ეს შეტევები შესაძლებელია იყოს მტკივნეული.