პრე-ეკლამპსიის განვითარების მიზეზი უცნობიია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პროცესი იწყება პლაცენტაში. პლაცენტა ორგანოა რომელიც ორსულობის პერიოდში ნაყოფსა და დედას შორის ნივთიერებების მიმოცვლას უზრუნველყოფს. ადრეულ ფაზებში პლაცენტაში ახალი სისხლძარღვები წარმოიქმნება, რათა სისხლი ნაყოფთან ახლოს შევიდეს. პრეეკლამფსიის დროს, სისხლძარღვები ნორმალურად არ ვითარდება, უფრო ვიწროა და სხვაგვარად პასუხობს ჰორმონულ სიგნალებზე, რაც ამცირებს მათში გამავალი სისხლის ოდენობას. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს არასაკმარისი სისხლის დინება საშვილოსნოში, სისხლძარღვების დაზიანება, იმუნური სისტემის პრობლემა ან გაურკვეველი გენები.
დაავადება ზოგჯერ სიმპტომების გარეშე ვითარდება. სისხლის წნევის მონიტორინგი მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, რადგან პრეეკლამფსიის პირველი ნიშანი წნევის მცირედ მატებაა. თუ არტერიული წნევა არის 140/90 ან მეტი, გაიზომა ორ სხვადასხვა დროს და მინიმუმ 4 საათის ინტერვალებით, მაშინ წნევა არ არის ნორმალური.
პრე-ეკლამსია გართულებებს იწვევს როგორც დედის ასევე ბავშვის ორგანიზმში, ასეთ მდგომარეობაში მკურნალობის ერთადერთი გზა მშობიარობაა.