პოსტ-ტრამვული სტრესული დარღვევა

პოსტ-ტრამვული სტრესული დარღვევა მენტალური მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია ადამიანისთვის მძიმე, სტრესული მოვლენით. ძირითადად მდგომარეობა ვითარდება ტრამვული მოვლენის განცდის, თვითმხილველობის ან ფაქტის გაგების შემდეგ, მოვლენები ხშირად სიკვდილს, დაზიანებას ან სქესობრივ ძალადობას უკავშირდება.

გამომწვევი მიზეზები

როგორც სხვა მენტალური მდგომარეობების დროს ამ სინდრომის მიზეზიც მრავალია: შფოთვის და დეპრესიისკენ მიდრეკილება, ცხოვრებისეული გამოცდილება,  თანდაყოლილი მენტალური რისკები, ტრამვის სიმძიმე, ადრეულ ბავშვობაში განცდილი მოვლენები, ტემპერამენტი - თანდაყოლილი პიროვნული თვისებები, თავის ტვინში ქიმიური ნივთიერებებისა და ჰორმონების გამოყოფის, შენახვის და გამოთავისუფლების გზები სტრესთან მიმართ პასუხში.

სიმპტომები

დაავადების სიმპტომებს პაციენტი ვერ აკონტროლებს. ძირითადად ვითარდება მოვლენის შესახებ ფიქრი, კოშმარები, შფოთვა. მრავალ ადამიანს, გარკვეულ პერიოდში ახასიათებს ტრამვულ მოვლენასთან დაკავშირებული სტრესი, მაგრამ არ უვითარდებათ პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. დროის გასვლის და მხარდაჭერის შემდეგ, ადამიანები ეგუებიან მოვლენებს. თუ სიმპტომები რთულდება და რამდენიმე თვეს ან წელს გასტანს, დიდი შანსია განვითარებული იყოს ტრავმული სტრესული აშლილობა.

მკურნალობა

მკურნალობის მიღება პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის დროს ეხმარება პაციენტს სიმტომების შემსუბუქება-გაუმჯობესებაში.