პოსტჰემორაგიული ანემია
მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვისას ვითარდება, უმეტესად, საშვილოსნოსგარე ორსულობის, პლაცენტის წინამდებარეობის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ტრავმის დროს. ეს ყოველივე იწვევს სისხლის საერთო მოცულობის შემცირებას და შესაბამისად ერითროციტების რაოდენობის კლებას.