პოსტნატალური დეპრესია

პოსტნატალური დეპრესია მშობიარობის შემდგომი დეპრესიაა, რაც გულისხმობს შფოთვას, ფორიაქს, გაღიზიანებადობას, უმწეობის, დათრგუნულობის შეგრძნებას, ტირილის სურვილს, ენერგიისა და მოტივაციის დაქვეითებას, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვას, უმადობას ან მადის უზომო მომატებას, ძილად მივარდნას ან უძილობას, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის შესუსტებას, ჩაკეტილობას, შიშს, რომ ავნებს ბავშვს ან საკუთარ თავს, ბავშვისადმი გულგრილობას. 

მკურნალობა

სპეციალისტები განასხვავებენ მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის დეპრესიულ დარღვევებს. დეპრესიის სიმძიმეზეა დამოკიდებული მკურნალობის მეთოდი, ინტენსივობა და ხანგრძლივობა.