პორტალური ჰიპერტენზიის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ღვიძლის ციროზია რომელიც ხასიათდება ღვიძლში ნაწიბურების გაჩენით. აღნიშნული ვითარდება ჰეპატიტის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, ან სხვა სახის ღვიძლის დაზიანების საფუძველზე.
ციროზის დროს ღვიძლში წარმოქმნილი ნაწიბურები ხელს უშლის მასში არსებულ ვენებში სისხლის თავისუფლად მოძრაობას.
კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს პორტალურ ვენებში არსებული თრომბები (შედედებული სისხლი) რომლებიც ასევე აფერხებენ სისხლის მოძრაობას ღვიძლიდან გულის მიმართულებით.
პორტალური ჰიპერტენზია ხშირად არ არის დაკავშირებული რაიმე სახის სიმპტომთან. მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, სისხლიანი განავალი, დაბნეულობა, მახსოვრობის პრობლემები, სისხლის უჯრედების (თრომბოციტები, ერითროციტები) შემცირებული რაოდენობა შესაძლებელია პორტალურ ჰიპერტენზიაზე მიუთითებდეს.
დაავადების მკურნალობის ძირითადი მიზანი გართულებების თავიდან აცილებაა, რაც ხორციელდება, დიეტის, მედიკამენტების, ქირურგიული ოპერაციების საშუალებით.