პოდაგრა
პოდაგრა ხასიათდება უეცარი, მწვავე ტკივილის შემოტევებით, სიწითლითა და შემსივნებით ფეხის დიდი თითის არეში. პოდაგრა წარმოადგენს ართრიტის ერთ-ერთ სახეობას, რომელიც ყველა ადამიანს შეიძლება დაემართოს, იგი ვითარდება შარდოვანას კრისტალების ფეხის თითის სახსარში დაგროვების შედეგად. შარდოვანას კრისტალები კი ყალიბდება სისხლში შარდმჟავას რაოდენობის მომატების დროს. შარდმჟავას გამომუშავება ყველა ნორმალურ ორგანიზმში ხდება გარკვეული რაოდენობით, შემდეგ თირკმელები ფილტრავს მას სისხლიდან შარდში, მაგრამ თუკი მჟავის რაოდენობა ძალიან დიდია ან თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია ყალიბდება კრისტალები, რომლებიც სახსრებში ლაგდება და შემდეგში იწვევს ანთებასა და ტკივილს. პოდაგრისთვის დამახასიათებელია: სახსრის ძლიერი ტკივილი, დისკმფორტი ტკვილის გავლის შემდეგაც, ანთება და სიწითლე, მოძრაობის უნარის შეზღუდვა. მკურნალობისას გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სხვდასხვა კოლხიცინი და სტეროიდები. სისტემური ზემოქმედებისათვის კი გამოიყენება ისეთი საშუალებები, რომლებიც ან ხელს უშლის შარდმჟავას წარმოქმნას ან ხელს უწყობს მის დაშლას