პნევმოცისტური პნევმონია
პნევმოცისტური პნევმონია სერიოზული ინფექციაა, რომელიც იწვევს ფილტვებში სითხის დაგროვებასა და ანთებითი პროცესის განვითარებას. მდგომარეობას გამოწვეულია სოკოს ერთ ერთი სახეობის Pneumocystis jiroveci-ის ორგანიზმში მოხვედრით. ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტება ადვილად უმკლავდება მასში შეჭრილ უცხო სხეულს თუმცა იმ პაციენტებს რომელთაც აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა, მაგალითად დაინფიცირებულნი არიან შიდსით, აივ-ით, ჩატარებული აქვთ რომელიმე ორგანოს ტრანსპლანტაცია, დაავადებულნი არიან სისხლის კიბოთი ან იღებენ მედიკამენტებს ისეთი აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ანთებითი ნაწლავური დაავადება ან მრავლობითი ათეროსკლეროზი, დაავადების განკურნებისთვის უწევთ საკმაოდ მძიმე და სერიოზული მკურნალობის კურსის ჩატარება. პნევმოცისტურმა პნევმონიამ შესაძლებელია დააზიანოს ლიმფური ჯირკლები, ღვიძლი და ძვლის ტვინი.