პნევმონია ანთებაა, რომელიც სასუნთქ გზებს ცალ ან ორივე ფილტვში ეხება. სასუნთქი გზები ამ დროს შესაძლოა სითხით ან ჩირქით ამოივსოს, რაც იწვევს ნახველის გაჩენას, ხველას ცხელებას, შეციებას, სუნთქვის გაძნელებას. მრავალი მიკროორგანიზმი როგორიცაა ბაქტერია, სოკო ან ვირუსი შესაძლოა იყოს პასუხისმგებელი პნევმონიის განვითარებაზე. სიმძიმის მიხედვით დაავადება მსუბუქი ან სიცოხლისთვის საშიში შეიძლება იყოს. პნევმონია ყველაზე საშიში ახალშობილებსა და ბავშვებში, ასევე 65 წელს გადაცილებულ ადამიანებსა და სუსტი იმუნური სისტემბის მქონე პაციენტებშია.
შესაბამისი მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.