პნევმოთორაქსის მთავარი სიმპტომი უეცარი ტკივილია გულმკერდის არეში სუნთქვის უკმარისობასთან ერთად. ეს სიმპტომები ზოგჯერ გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებებით, რომელთა შორის ზოგი სიცოცხლისთვის საშიშია.
მცირე ზომის გართულებების გარეშე მიმდინარე პნევმათორაქსი სწრაფად გაივლის მკურნალობის გარეშეც. როცა პნევმათორაქსი დიდი ზომისაა ექიმები ძირითადად დგამენ მილს ან ნემსს ნეკნებსშუა რათა ზედმეტი ჰაერი ამოვიდეს.