პლაცენტის ტროფობლასტური სიმსივნე

პლაცენტის ტროფობლასტური სიმსივნე ტროფობლასტური დაავადებების საკმაოდ იშვიათი ფორმაა და გულისხმობს ნეოპლაზმაში ტროფობლატური უჯრედების ტრანსფორმაციას, ეს უჯრედები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩანასახის საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ჩანერგვის პროცესში - იმპლანტაცია. სიმსივნე შესაძლებელია წარმოიშვას ნორმალური ან რთულად წარმართული ორსულობის, აბორტის შემდეგ. 

სიმპტომები

პლაცენტის ტროფობლასტური სიმსივნის გავრცელებული სიმპტომია ვაგინალური სისხლდენა და მენსტრუაციის შეწყვეტა. 

მკურნალობა

მდგომარეობის გაკონტროლება რთულია როგორც ქირურგიული ჩარევის ისე ქიმიოთერაპიის გამოყენებით, თუმცა თანამედროვე სამედიცინო მიღწევებისა და საშუალებების ეფექტური და სწორი გამოყენებით შესაძლებელია პაციენტისთვის სასურველი შედეგის მიღწევა.