პიროვნების დარღვევა

ტერმინი პიროვნება  აღნიშნავს ადამიანის მყარ თვისებებსა და ქცევის  პატერნებს,  რომლებსაც ინდივიდი განსხვავებულ ვითარებაში ავლენს.ზოგჯერ, ზრდასრული  ცხოვრების მანძილზე,  თავს იჩენს ღრმა და  ხანგრძლივი პიროვნული  ცვლილებები, რომლე ბიც განსხვავდება სტრესის ან ავადმყოფობის თანმდევი დროებითი  ქცევითი ცვლილებებისგან. ასეთი  ხანგრძლივი ცვლილებები შეიძლება  მომდინარეობდეს:

• თავის  ტვინის დაზიანებისგან ან ორგანული დაავადებისგან
• მძიმე  ფსიქიკური აშლილობისგან (განსაკუთრებით, ში ზოფრენია)
• განსაკუთრებით   მძიმე    სტრესული  გამოცდილებიდან (გვხვდება წამების მსხვერპლ პატიმრებში ან ტყვეობაში მყოფ  პირებში).

გამომწვევი მიზეზები

პიროვნული აშლილობის მიზეზები უცნობია. ზოგი ავტორი ასახელებს გენეტიკურ ფაქტორებს სხვადასხვა ტიპის ადრეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად. 

მკურნალობა

პიროვნული აშლილობის მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია მასში შეიძლება ჩართული იყოს  მედიკამენტური და ფსიქოლოგიური საშუალებები.