პირველადი ათაშანგი

ათაშანგი იგივე სიფილისი, ინფექციური დაავადებაა. ის აზიანებს კანს, ლორწოვანს, შინაგან ორგანოებს, იმუნურ სისტემას, ძვლებსა და ნერვულ სისტემას.

გამომწვევი მიზეზები

დაავადების გამომწვევია მკრთალი ტრეპონემა. ათაშანგით ინფიცირების ყველაზე გავრცელებული გზა სქესობრივი კონტაქტია. ნერწყვში ათაშანგის გამომწვევი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდება, როდესაც გამონაყარი ჩნდება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ძალიან იშვიათად, სიფილისით დასნებოვნება ხდება საყოფაცხოვრებო ნივთების (ჭურჭლის, პირსახოცის და სხვათა) საშუალებითაც. ჩვილს დაავადება შესაძლოა გადაედოს სიფილისით დაავადებული დედის რძის მეშვეობით. ინფიცირება არც მუცლად ყოფნის პერიოდშია გამორიცხული.

სიმპტომები

სიფილისი კლინიკურად სტადიებად ვითარდება და სიმპტომები განსხვავებულია სტადიის მიხედვით. თუმცა ისინი შეიძლება არც გამოვლინდეს ან ჩვეული თანმიმდევრობით არ განვითარდეს. პირველადი ათაშანგი კანზე მცირე ზომის წარმონაქმნით ხასიათდება, რომელსაც შანკრი ეწოდება. შანკრი როგორც წესი, ერთეულია, თუმცა იშვიათად  რამდენიმე ადგილზე შეიძლება განვითარდეს. ზოგჯერ ეს წარმონაქმნი უმტკივნეულოა და საშოს ან სწორი ნაწლავის არეში ვითარდება, ამიტომ  შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს.

მკურნალობა

შანკრი თავისთავად ხორცდება დაახლოებით 6 კვირის ვადაში. პირველადი ათაშანგის მკურნალობა ანტიბიოტიკ- პენიცილინის ინექციას მოიცავს.