პიელონეფრიტი

პიელონეფრიტი თირკმელების ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თირკმლის ქსოვილი, თირკმლის მენჯი და ფიალები. დაავადებამ შეიძლება დააზიანოს როგოც ცალი, ისე ორივე თირკმელი ერთად.

გამომწვევი მიზეზები

იელონეფრიტს იწვევს აღმავალი ინფექცია, ჯანმრთელ ადამიანს სტერილური შარდი აქვს, მაგრამ ბაქტერიას შეუძლია ლიმფური თუ სისხლძარღვოვანი სისტემის საშუალებით საშარდე გზებში მოხვდეს და იქ გამრავლდეს. პიელონეფრიტი მოსალოდნელია მაშინაც, როცა დარღვეულია თირკმელებიდან შარდის გამოყოფა. ეს იწვევს შარდის შეგუბებას და მასში ბაქტერიების გამრავლებას. პიელონეფრიტით ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაავადდეს, მაგრამ ეს პათოლოგია უმეტესად 7 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის გვხვდება, ასევე ხშირია 18-დან 30 წლამდე ასაკის ქალებში, ორსულებსა და ხანში შესულ მამაკაცებშიც. პიელონეფრიტის აღმოცენებას ხელს უწყობს: შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ორგანიზმის საერთო იმუნიტეტის დაქვეითება.

სიმპტომები

მწვავე პიელონეფრიტის ახასიათებს შემდეგი სიმპტომების განვითარება:

ქრონიკულ პიელონეფრიტს ახასიათებს წელის არეში ლოკალიზებული მუდმივი ყრუ, შემაწუხებელი ტკივილი, განსაკუთრებით - ცივ ამინდში. დროდადრო მწვავდება და მწვავე პიელონეფრიტს ემსგავსება.

მკურნალობა

დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულად დაწყებას და ბოლომდე მიყვანას. დაავადების გაურთულებელი შემთხვევები დროული მკურნალობის შემთხვევაში განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.