პერიფერიული ნეიროპათია

პერიფერიული ნეიროპათია წარმოადგენს პერიფერიული ნერვების დზიანებას, რომლებიც თავისა და ზურგის ტვინიდან (ცენტრალური ნერვული სისტემა) ინფორმაციას დანარჩენი ორგანოების მიმართულებით აგზავნის.

გამომწვევი მიზეზები

პერიფერიული ნეიროპათია შესაძლოა გამოწვეული იყოს ტრავმული დაზიანებით, ინფექციით მეტაბოლიზმის პრობლემებით, მემკვიდრული დაავადებებითა და ტოქსინების ზემოქმედებით. პერიფერიული ნეიროპათიის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია დიაბეტი.

სიმპტომები

სიმპტომები და ნიშნები ერთმანეთისგან განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ პერიფერიული ნერვული სისტემის რომელი ნერვია დაზიანებული. მგრძნობელობითი ნერვებიის დაზიანების შემთხვევაში, რომლებიც აღიქვამენ შეგრძნებებს კანიდან, ვითარდება: 

შესაძლებელია დაზიანდეს მოტორული ნერვები, რომლებიც აკონტროლებენ კუნთის მოძრაობას ან ავტონომური ნერვები, რომლებიც განაგებენ სისხლის წნევას, გულისცემას, საჭმლის მონელებასა და შარდვას.

მდგომარეობა ხშირად განაპირობებს სისუსტეს, მგრძნობელობის დაქვეითებას და ტკვილის, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების არეში, ასეთი მდგომარეობა სხეულის სხვა ნაწილებშიც შეიძლება განვითარდეს.

დაავადების მქონე პაციენტები ტკივილის აღწერენ, როგორც მჭრელსა და მწველს. აღინიშნება ჩხვლეტის შეგრძნებით. ხშირ  შემთხვევაში სიმპტომები უმჯობესდება, განსაკუთრებით თუ ტკივილის გამომწვევი მიზეზი განკურნებადია.

მკურნალობა

პერიფერიული ნეიროპათიით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია მედიკამენტებით.