პერიტონზილური აბსცესის განვითარებას წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების დაავადებები. მათი გადატანის შემდეგ თავს იჩენს ყელის ტკივილი, ტემპერატურა იმატებს, შუპდება ნუშურა ჯირკვლების არე. დაავადებულ მხარეს ყელის ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივანია. აღინიშნება თავის თავისებური მდებარეობა, დაავადებულ მხარეს დახრა, ტრიზმა - პირის ფართოდ გაღება შეუძლებელია. მოსალოდნელია გართულებები: ხახის მიდამოს აბსცესი, ყელის ღრმა ფლეგმონა, ყელის მსხვილი სისხლძარღვებიდან სისხლდენა, ხორხის შეშუპება, სეფსისი, ნეფრიტი.
აბსცესს ხსნიან. უნიშნავენ ანტიბიოტიკებს, ანალგეტიკებს, სიცხის დამწევ საშუალებებს.
პროფილაქტიკა გულისხმობს ქრონიკული ტონზილიტისა და კარიესული კბილის მკურნალობას, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას. განმეორების შემთხვევაში რეკომენდებულია ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთა.