მიჩნეულია, რომ პერიოდონტიტი იწყება ფოლაქის სახით, რომელიც წარმოადგენს წებოვან ნადებს და ძირითადად ბაქტერიებისგან შედგება, ფოლაქი ყალიბდება მაშინ, როდესაც სახამებელი და შაქრები საკვებში ურთიერთქმედებენ პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებთან. ფოლაქი, რომელიც რჩება კბილებში 2-3 დღის განმავლობაში, შესაძლოა გამაგრდეს და გადაიქცეს კენჭად ღრძილისა და კბილების შემაერთებელი ადგილების ქვეშ. კენჭების ჩამოყალიბება ასევე შესაძლებელია ნერწყვში მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობის პირობებში. კენჭები ფოლაქის მოშორებას ართულებს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბაქტერიების გასმარავლებად, კენჭების გახეხვით ან ძაფით გაწმენდით ამოღება შეუძლებელია, საჭიროა სტომატოლოგის ჩარევა.
პერიოდონტიტის სიმპტომებია:
დაავადების განვითარების რიკს საგრძნობლად ამცირებს პირის ღრუს სათანადო მოვლა, რაშიც იგულისხმება კბილების გახეხვა დღეში ორჯერ, ძაფით კბილების გაწმენდა და მათი რეგულარული შემოწმება სტომატოლოგთან