პერიკარდიტი

პერიკარდიტი პერიკარდიუმის ანთება და შესიებაა, რომელიც  თხელი, ღრუს წარმომქმნელი, გულის შემომფარგლავი ქსოვილია. ჯანმრთელ ორგანიზმში პერიკარდიუმის ორშრიანი მემბრანა და მისი ღრუ შეიცავს მცირე ოდენობით ლუბრიკანტ სითხეს, პერიკარდიტის დროს, ღრუ ანთებით მდგომარეობაშია და შედეგად განვითარებული ხახუნი იწვევს ტკივილს.

გამომწვევი მიზეზები

დაავადების განვითარების მიზეზის გასაზღვრა რთულია. პერიკარდიტი შესაძლებელია განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, გულის დაზიანებული კუნთის მიერ პერიკარდიუმის გაღიზიანების გამო. დამატებით, მოგვიანებით პერიკარდიტი შესაძლოა შეტევიდან რამდენიმე კვირაში ან ქირურგიული ჩარევის შედეგადაც დაიწყოს. ამ ტიპის პერიკარდიტს დრესლერის სინდრომი ქვია. მრავალი ექპერტი ამტკიცებს, რომ აღნიშნული სინდრომი გამოწვეულია აუტოიმუნური რეაქციით, როცა ორგანიზმი დაზიანების გამო, გულის ქსოვილებსა და პერიკარდიუმს უცხოდ აღიქვამს პერიკარდიტის სხვა მიზეზებში შეიძლება გამოვყოთ, სისტემური ანთებითი დაავადებები, როგორიცაა მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ასევე გულის დაზიანება ან ტრამვა გულმკერდის არეში, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შიდსი, ტუპერკულოზი, კიბო.

სიმპტომები

პერიკარდიტის სიმპტომებია:

მკურნალობა

დაავადების უმეტესი შემთვევა მსუბუქია და თავისით გამოსწორდება. მკურნალობა უფრო მძიმე შემთხვევაში მოიცავს მედიკამენტევს და იშვიათად ქირურგიულ ჩარევას.