პანკოსტის კიბო

პანკოსტის კიბო არის ფილტვის მწვერვალის ავთვისებიანი სიმსივნე ნერვულ კვანძებსა და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე ზეწოლის სინდრომით. დამახასიათებელია  უმადობა, ძლიერი სისუსტე, ხველება, მოხრჩობის შეგრძნება, კლოდ-ბერნარ-ჰორნერის სიმპტომი, მხარის ტკივილი, ზედა კიდურის კუნთების ატროფია, პარესთეზია, ნეკნებისა და ხერხემლის მალების დესტრუქცია, ჰიპოქრომული ანემია, ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით.  დაავადება ძირითადად გავრცელებულია 40-60 წლის მამაკაცებში. 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა გულისხმობს სიმპტომების კონტროლსა და შემსუბუქებას.