ძვალი მუდმივად გადის განახლების პროცესს - ახალი ქსოვილი წარმოიქმნება და ძველი კვდება, ახალგაზრდებში, ორგანიზმი სწრაფად წარმოქმნის ახალ ძვალს, ძველი ქსოვილი უფრო ნელა შორდება, ამიტომ ძვლის მასა იზრდება, ასაკის მატებასთან ერთად, ძვალი უფრო სწრაფად იშლება ვიდრე წარმოიქმნება. ოსტეოპოროზის განვითარების შანსი დამოკიდებულია ახალგაზრდობაში მიღწეული ძვლის მასის ოდენობაზე, რაც უფრო მაღალია ძვლის მასა, მით მეტია ძვლის ქსოვილის მარაგი, რაც ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების შანსს.
სამწუხაროდ, ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიებზე ნიშნები და სიმპტომები არ ვლინდება, როცა ძვლები დასუსტდება, შესაძლოა აღინიშნოს წელის ტკივილი, რომელსაც იწვევს მოტეხილი მალა, სიმაღლის კლება დროთა განმავლობაში, მოხრილობა, ძვლის მოტეხილობა, რომელიც მარტივად განვითარდა.
ოსტეოპოროზო ემართება ნებისმიერი რასის ქალსა და მამაკაცს, მგარამ თეთრკანიანი ან აზიური წარმოშობის ქალები განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. მედიკამენტებით, ჯანსაღი დიეტით, ვარჯიშით შესაძლებელია ძვლების დასუსტების თავიდან აცილება და მათი გამაგრება.