ოსტეომელიტი

გამომწვევი მიზეზები

ოსტეომიელიტი ძვლის ინფექციაა, დაავადებას ძირითადად სტაფილოკოკური ბაქტერია იწვევს, რომელიც ბინადრობს კანზე ან ცხვირის ღრუში. ბაქტერიები ან სხვა მიკროორგანიზმები ძვალში სხვადასხვა გზით აღწევენ. მაგალითად, ფილტვების ანთების ან საშარდე გზების ანთების დროს შესაძლოა სისხლში გავრცელდნენ და მიაღწიონ ძვლებამდეც. გარდა ამისა, ღრმა ჭრილობების დაინფიცირების, ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ძვალზეც. მესამე გზას წარმოადგენს პირდაპირი დაინფიცირება, ეს მდგომარეობა ვითარდება, როცა ძვლის მოტეხილობა იმდენად მძიმეა, რომ ძვლის ნაწილი გარემოსთან პირდაპირ შეხებაშია. პირდაპირი დაინფიცირება შესაძლოა ქირურგიული ჩარევის შედეგიც იყოს. ბვშვებში ოტეომიელიტი ყველაზე ხშირად კიდურების გრძელ ძვლებში გვხვდება, ხოლო მოზრდილებში ინფექცია ხშირია ხერხემლის ძლებში - მალებში. დიაბეტიან პაციენტებში, რომელთაც ხშირად აქვთ ფეხის წყლულები, შესაძლებელია ოსტეომიელიტი ტერფებშიც განვითარდეს.

სიმპტომები

დავადების განვითარებასთან ერთად ჩნდება შემდეგი სიმპტომები:

ზოგჯერ, ოსტეომიელიტი არ იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს ან მისი გამოვლინებების გარჩევა რთულია სხვა პრობლემებისგან.

მკურნალობა

რამდენიმე ათეული წლის წინ ოსტეომიელიტი განუკურნებელ დაავადებად ითვლებოდა, თუმცა ახლა მისი მკურნალობა სრულიად შესაძლებელია. პაციენტების უმეტესობას სჭირდება ქირურგიული ჩარევა მკვდარი ძვლის ქსოვილის ნაწილების ამოსაკვეთად, რომელსაც მოჰყვება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია 6 კვირის განმავლობაში მაინც.