ოსტეომალაცია

ოსტეომალაცია იგივე ოსტეოპოროზი, ნიშნავს ძვლების დარბილებას, რაც გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით. რბილი ძვლები ფორმის შეცვლის ან მოტეხილობისკენ არიან მიდრეკილი. 

გამომწვევი მიზეზები

ოსტეომალაცია შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებში, რომლებიც მზის სხივებზე საკმარის დროს არ ატარებენ, რადგან D ვიტამინი კანში მზის სხივების საშუალებით წარმოიქმნება. გარდა ამისა, კუჭის ამოკვეთისას ირღვევა საკვების მონელების შედეგად D ვიტამინის წარმოქმნის პროცესი, რაც იწვევს ოსტეომალაციას. გამომწვევ მიზეზად ითვლება ცელიაკია - აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც წვრილი ნაწლავის ამომფენი შრე დაზიანებულია გლუტენის შემცველი საკვების მიღების შედეგად. გლიტენი არის ცილა და შედის ხორბლის, ქერის და სხვა მარცვლეულის შემადგენლობაში. წვრილი ნაწლავის დაზიანების გამო ვერ შეიწოვება D ვიტამინი საკმარისი რაოდენობით. თავის მხრივ წვრილი ნაწლავის ქირურგიული ოპერაციებიც შეიძლება გახდეს ოსტეომალაციის განვითარების მიზეზი. D ვიტამინის პროცესირებას  ხელს უშლის თირკმლის ან ღვიძლის პრობლემაც, ასევე ანტიეპილეფსიური მედიკამენტები, როგორიცაა ფენიტონი ან ფენობარბიტალი.

სიმპტომები

ოსტეომალაციის სიმპტომები ადრეულ ეტაპზე შესაძლოა  არ გამოვლინდეს. თუმცა ნიშნები ჩანს რენტგენსა და სხვა დიაგნოსტიკურ ტეტსტებზე. როცა ოსტეომალაცია უარესდება, ვითარდება ძვლის ტკივილი და კუნთების სისუტე, ყრუ ტკივილები ხშირია წელში, მენჯში, ქვედა კიდურებსა და ნეკნებში. ტკივილი შეიძლება გაუარესდეს ღამით, როცა წოლისას სხეული აწვება ძვლებს. კუნთების ტონუსის შემცირება და ქვედა კიდურების სისუსტე იწვევს სიარულის მანერის ცვლილებებს და ართულებს გადაადგილებას.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს D ვიტამინის საკმარის მიწოდებას, კალციუმთან ერთად და იმ დაავადებების მკურნალობას, რაც შეიძლება ამ ნივთიერების დეფიციტს იწვევდეს.