ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც გრძელდება მომავალი დედის სხეულში განაყოფიერებული კვერცხურედის მომწიფებისა და ბავშვად ჩამოყალიბებამდე, ეს პროცესი ბავშვის დაბადებით სრულდება.
ორსულობა კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან ბავშვის დაბადებამდე საშუალოდ 267 დღე მიმდინარეობს. მუცლადმყოფ ბავშვს მეცხრე კვირამდე ემბრიონი, ხოლო დაახლოებით მერვე-მეცხრე კვირიდან, ანუ ძირითადი შინაგანი ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ კი ფიტუსი ეწოდება.
ორსულობის დასაწყისად შეიძლება მენსტრუალური ციკლის შეჩერება, გულის რევა, პირღებინება და გუნების მალი ცვალებადობა იქნეს მიჩნეული, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად. საბოლოო და სარწმუნო დასკვნა ორსულობის შესახებ საფეხურებრივად კეთდება. ორსულობის ტესტი სისხლსა და შარდში ე.წ. ორსულობის ჰორმონების კონცენტრაციის გაზომვის მიზნით ორსულობის სავარაუდო ნიშნად განიხილება, ხოლო სარწმუნო დასკვნის საშუალებას კი ენდოვაგინალური ულტრასხივი იძლევა ორსულობის უკვე მეექვსე-მეშვიდე კვირაში.