დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:
დაავადებას ახასიათებს ფრჩხილის ფირფიტის ფერის ცვლილება, ჩნდება რელიეფი და სიცარიელე კანსა და ფრჩხილს შორის. ფრჩხილი დეფორმირდება და იმდენად სქელდება, რთულდება მისი მოჭრა. ინფექციის გავრცელების შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს ფრჩხილის ერთი გვერდი ან მთელი ფრჩხილის საწოლი. პარალელურად შეიძლება განვითარდეს კანის სოკო, რომლის ნიშნებია თითებს შორის სისველე, ქავილი და ნახეთქები.
დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფეხსაცმლის სწორად შერჩევა, ბამბის წინდების ცაცმა და მათი ყოველდღე გამოცვლა. დაუშვებელია ფეხშიშველი სიარული მიკრობებით დაბინძურებულ ადგილებში, ვიწრო ფეხსაცმლის ჩაცმა, სინტეზური მასალიგან დამზადებული ფეხსაცმლის ტარება, სხვისი პირადი ჰიგიენის საშუალებების გამოყნება.