ნიკოტინზე დამოკიდებულება

ნიკოტინზე დამოკიდებულება წარმოადგენს თამბაქოს პროდუქტებზე მიჩვევას ნიკოტინის შემცველობის გამო. ნიკოტინზე დამოკიდებულების დროს ადამიანი ვერ ეშვება ნიკოტინს მიუხედავად იმისა, რომ ნივთიერება საზიანოა. როდესაც ბოლი ფილტვებამდე აღწევს. ნიკოტინი აძლიერებს თავის ტვინში არსებული ნივთიერებების, ნეიროტრანსმისტერების გამოთავისუფლებას. ნეიროტრანსმისტერები ქცევისა და განწყობის დარეგულირებაში იღებენ მონაწილეობას. ერთი ასეთი ნეიროტრანსმისტერია დოპამინი აუმჯობესებს განწყობას და ააქტიურებს სიამოვნების შეგრძნებას, ნიკოტინით განპირობებული ასეთი შეგრძნებები იწვევენ მიჩვევას თამბაქოზე.

სიმპტომები

ნიკოტინზე დამოკიდებულება მოიცავს როგორც ქცევით ასევე ფიზიკურ ფაქტორებს. მოწევასთან დაკავშირებული ქცევები და გარემოებებია: მოწევა დღის ზოგიერთ პერიოდში, მაგალითად დილით პირველ რიგში, დილით ყავის დროს ან სამუშაოს შესვენებებზე. მოწევა საკვების მიღების შემდეგ, ალკოჰოლის მიღების დროს, მეგობრებთან ერთად, ტელეფონზე ლაპარაკის დროს და ა.შ.

მკურნალობა

თამბაქოზე დამოკიდებულების დასაძლევად, საჭიროა მოწევასთან დაკავშირებული ყოველდღიური ქცევების დაძლევა. მოწევაზე მუდმივად თავის დასანებებლად უმჯობესია სამკურნალო გეგმის შედგენა და მისი მიყოლა. მედიკამენტების გამოყენება და სპეციალისტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაზრდის სიგარეტზე წარმატებულად თავის დანებების შანსს.