ნეფროტული სინდრომი

ნეფროტული სინდრომი თირკმელების დაზიანებაა, რომელიც ვლინდება შეშუპებითა და ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებებით. სისხლის შრატში მცირდება ცილების რაოდენობა ძირითადად ალუმინების ხარჯზე, იზრდება ქოლესტერინის შემცველობა. ნეფროტული სინდრომი შეიძლება იყოს ნეფრიტის, ამილოიდოზის, თირკმლების სიმსივნეების, სისტემური წითელი მგლურას, დიაბეტური გლომერულოსკლეროზის, თირკმლის ვენების თრომბოზის შედეგი.

სიმპტომები

პაციენტებს აღენიშნებათ:

მკურნალობა

მკურნალობა პირველ რიგში მოიცავს გამომწვევი მიზეზის მოცილებას, ცილების დეფიციტის შევსებას ალბუმინის შეყვანით, ასევე შესაბამისი დიეტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ადვილად ათვისებად ცილებს  ან მათი სინთეზისათვის საჭირო კომპონენტებს. მნიშვნელოვანი შეშუპების დროს გამოიყენება შარდმდენი საშუალებები დოზების ინდივიდუალური შერჩევით.