ნეფროლითიაზი

ნეფროლითიაზი თირკმელკენჭოვანი დაავადებაა.

გამომწვევი მიზეზები

ნეფროლითიაზი თირკმელკენჭოვანი დაავადებაა. კენჭების გაჩენას მრავალი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება, ნივერებათა ცვლის დარღვევა კლიმატური და გეოქიუმიური პირობები, ენზიმოპათიები, კვების თავისებურებები, თირკლემებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ანთებითი პროცესები თირკმელში, გარდა ამისა,  დაავადების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობასაც, რადგან  ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომლებიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითი ბუნებისაა. თირკმელკენჭოვანი დაავადების რისკფაქტორებს მიაკუთვნებენ სითხის მცირე ოდენობით მიღებას, შარდის მარილებით გაჯერებას, საშარდე გზების ინფექციებს, კვებით დარღვევებს, შარდის პასაჟის (გამოყოფის) შეფერხებას, თირკმლის ტრავმას. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო თიკმელში დაგროვებული მარილის კრისტალები იკვრება და კენჭად იქცევა.

სიმპტომები

კენჭის ზომა მერყევია. პატარა კენჭი უფრო მოძრავი და შემაწუხებელია, ხოლო დიდი, მრავალი წლის განმავლობაში შეუმჩნეველია. კენჭმა შეიძლება მდებარეობა შეიცვალოს ან შარდსაწვეთს გამოჰყვეს და ამ გზით გამოვიდეს ორგანიზმიდან ეს პროცესი, ანუ თირკმლის ჭვალი, მეტად უსიამოვნოა, მისთვის დამახასიათებელია ძლიერი, შეტევითი ტკივილი წელის არეში, რომელიც საზარდულისკენ, სასქესო ორგანოებისკენ გადაეცემა.  ვითარდება გულისრევა, ღებინება, ნაწლავების გარდამავალი პარეზი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა. პაციენტი ვერ ისვენებს, ცდილობს, იპოვოს მოხერხებული პოზა. მძიმე ჭვალის დროს შესაძლოა იკლოს შარდის ოდენობამ. არ არის გამორიცხული არც შარდვის შეწყვეტა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, მაღალი სიცხე.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა საკმაოდ დიდ დაკვირვებასა და მოთმინებას მოითხოვს, თუმცა წარმატებულად ჩატარებული მკურნალობის შემდეგ პაციენტები ცხოვრებას მათთვის ჩვეული რიტმით აგრძელებენ.