ნეკნებშუა ნევრალგია

ნევრალგია არის ტკივილის შეტევა, რომელიც რომელიმე ნერვის გასწვრივ არის ლოკალიზებული. ნევრალგია ვითარდება ტრავმის, გადატანილი ინფექციის, გაციების, ამა თუ იმ ქრონიკული პათოლოგიის შედეგად. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნევრალგიის მიზეზი დაუდგენელი რჩება. იმის მიხედვით, ნერვული სისტემის რომელ ნაწილში აღმოცენდება ტკივილი, განასხვავებენ ნევრალგიის სხვადასხვა სახეს. გულმკერდის არეში ტკივილის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია ნეკნთაშუა სივრცეში ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტა. ადამიანს აქვს 12 წყვილი ნეკნი. ყოველ ნეკნთაშუა სივრცეში გადის ნერვი. მასზე ზეწოლა ან მისი გაღიზიანება იწვევს ძლიერ ტკივილს, რომელმაც შესაძლოა სუნთქვითი მოძრაობის შეზღუდვაც კი გამოიწვიოს. ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტის ან გაღიზიანების მიზეზი ნეკნთაშუა სივრცის დეფორმაციაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის არეში მიყენებულმა ტრავმამ, კუნთების გადაჭარბებულმა დაჭიმვამ, ხერხემლის გამრუდებამ, ხერხემლის გულმკერდის ნაწილის თიაქარმა. ამ ტკივილის კარდიულისგან გარჩევა ადვილია: ნევრალგია ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს, იცვლება სხეულის მდებარეობის შეცვლის, გულმკერდის მოძრაობის შემთხვევაში. გულის ტკივილი არ იცვლება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის, გულმკერდის მოძრაობისა და მდებარეობის შეცვლის დროს. გარდა ამისა, შესაძლოა თან ახლდეს გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის მატება ან დაცემა. წესისამებრ, ხსნის ნიტროგლიცერინი.

სიმპტომები


მკურნალობა

ნეკნთაშუა ნევრალგიის მკურნალობის ამოცანაა ნერვზე კუნთების, ნეკნების, მალათაშუა დისკოს მხრივ არსებული გაღიზიანების მოხსნა. მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია მანუალური თერაპია. აღსანიშნავია, რომ ნეკნთაშუა ნევრალგია წარმატებით იკურნება.