დაავადების განვითარება იწყება ნეირობლასტებში - უმწიფარ ნერვულ უჯრედებში, რომლებიც დიდი რაოდენობით ემბრიონში გვხვდება. როცა ემბრიონი ყალიბდება ნეირობლასტები გარდაიქმნებიან ნერვულ უჯრედებად ან თირკმელზედა ჯირკვლის უჯრედებად. ნეირობლასტების უმეტესობა მწიფდება დაბადებისას, მაგრამ გარკვეული ოდენობა რჩება ახალშობილებშიც. უმეტესად ეს ნეირობლასტომები არ მწიფდებიან ან ქრებიან ზოგჯერ ყალიბდება სიმსივნე - ნეირობლასტომა. უცნობია, რა იწვევს თავდაპირველ გენურ მუტაციას, რომელიც შემჩნეულია ნეირობლასტომის დროს.
ნეორიბლასტომის მუცლის ღრუში განვითარების შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
გულმკერდში განვითარებულ ნეირობლასტომას ახასიათებს:
ზოგადი სიმპტომებია:
ყველაზე ხშირად დაავადება აღინიშნება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა არ არის გამორიცხული უფროს ასაკშიც განვითარდეს. ნეირობლასტომის ზოგიერთი ფორმა სპონტანურად გაივლის, სხვა ფორმებში კი საჭიროა მკურნალობა.