ნახშირბადის მონოქსიდით (მხუთავი აირი) მოწამლვის დროს მონოქსიდი სისხლში გროვდება. როცა ჰაერში ამ აირის კონცენტრაცია მაღალია, იგი ჩაანაცვლებს ჟანგბადს სისხლის წითელ უჯრედებში. ჟანგბადის ჩანაცვლება ქსოვილების დაზიანებასა და სიკვდილსაც კი იწვევს.
ნახშირბადის მონოქსიდი უფერო, უსუნო, უგემო აირია, რომელიც წარმოიქმნება ბუნებრივი აირის, ხის, პროპანის, ნახშირის ან სხვა საწვავის წვის დროს. გაუმართავი ძრავები და სათბობი საშუალებები, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, იწვევენ ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციის საშიშ დონემდე გაზრდას.
ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა ნაწვავი აირების ჩასუნთქვის შედეგია. როცა ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაცია ჰაერში მაღალია, იგი ჩაანაცვლებს ჟანგბადს სისხლის წითელ უჯრედებზე. ამის გამო, ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება ორგანოებსა და ქსოვილებს.
საწვავზე მომუშავე ძრავები და მექანიზმები წარმოქმნიან მხუთავ აირს, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით. თუ ეს მექანიზმები სახურულ სივრცეში გამოიყენება ან გაუმართავია, ნახშირბადის მონოქსიდი შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიშ დონეებამდე დაგროვდეს. ხანძრის დროს კვამლის ჩასუნთქვა ასევე შესაძლოა იყოს მოწამვლის მიზეზი.
ნახშირბადის მონოქსიდით მოწამლვის სიმპტომებია;
ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა საწიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.