ნაბახუსევი

ნაბახუსევი არის უსიამოვნო ნიშნებისა და სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც ვითარდება ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ. ნაბახუსევის განვითარებისთვის ბევრ ადამიანში ერთი ჭიქა სასმელიც საკმარისია, სხვებში კი ბევრი სასმლის მიღების შემთხვევაშიც კი შეიძლება არ განვითარდეს ნაბახუსევი.

გამომწვევი მიზეზები

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაბახუსევის განვითარებას შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: გაძლიერებული შარდვა ხელს უწყობს გაუწყლოების განვითარებას, რისი სიმპტომებიც არის წყურვილი, თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება.

იმუნური სისტემის ფუნქციონირებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური სიმპტომები. მაგალითად კონცენტრაციის შესუსტება, მეხსირების პრობლემები, მადის დაქვეითება და ხალისის დაკარგვა. გარდა ამისა, ალკოჰოლი ზრდის კუჭის მჟავის პროდუქციას და აყოვნებს კუჭის შიგთავსის დაცლას, ამ ფაქტორებს შეუძლიათ გამოიწვიონ მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება.

ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რის გამოც იგრძნობა დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, კანკალი, გუნების გაუარესება, გულყრები.

დამატებით შეიძლება ითქვას, რომ ალკოჰოლი აფართოვებს სისხლძარღვებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. გარდა ამისა, ალკოჰოლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც კონჯენერი ეწოდება. აღნიშნული ნივთიერება ბევრ ალკოჰოლურ სასმელს აძლევს თავისებურ გემოს და იწვევს ნაბახუსევს.

სიმპტომები

ნაბახუსევს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

მკურნალობა

ნაბახუსევის უმეტესობა მაქსიმუმ 24 საათში ქრება. თუ გადაწყვეტთ ალკოჰოლის დალევას, დალიეთ ზომიერად ან ბოლო ჭიქა დაუტოვეთ თქვენს გვერდით მყოფ ადამიანებს.