მწვავე სისხლდენა კუჭნაწლავის სიტემის ქვედა ნაწილებიდან
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან სისხლდენა თორმეტგოჯა ნაწლავსა და სწორ ნაწლავს შორის არსებულ უბანში ლოკალიზდება. დივერტიკულიტი, ანგიოდისპლაზია, ნაწლავის პოლიპები, ბუასილი, ანალური ნაპრალი ამ ლოკალიზაციის სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზებია. განავალში არსებული სისხლი შესაძლოა კიბოს, ნაწლავის ანთებითი დაავადების, დიარეით მიმდინარე ინფექციური დაავადების ნიშანი იყოს.