დაავადების გამომწვევი მიზეზი სტრეპტოკოკით ინფიცირებაა. ორგანიზმის მიერ სტრეპტოკოკული ანტისხეულების გამომუშავების შემდეგ ფორმირდება იმუნური კომპლექსები, რომლებიც მოქმედებენ გულის სარკოლემის ანტიგენთან, ეს კომპლექსები აზიანებენ და იწვევენ ანთებით რეაქციებს მიოკარდიუმში და სარქველებზე.