მწვავე პორფირია

პორფირია წარმოადგენს დაავადებების ჯგუფს, რომელებიც გამოწვეულია ორგანიზმში პორფირინის წარმომქმნელი ბუნებრივი ქიმიური ნივთიერებების დაგროვებით. პორფირინი აუცილებელი კომპონენტია ჰემოგლობინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ჰემოგლობინი სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ცილაა, რომელიც უკავშირდება პორფირინს, იკრობს რკინას და ატარებს ჟანგბადს ორგანოებსა და ქსოვილების მიმართულებით.

გამომწვევი მიზეზები

პორფირინის მაღალმა შემცველობამ ორგანიზმში შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს. დაავადება, მეტწილად აზიანებს, კანს, ნერვულ სისტემას და სხვადასხვა ორგანოებს, მწვავე პორფირიები მოიცავენ დაავადებების ფორმებს, რომლებიც როგორც წესი, იწვევენ ნერვული სისტემის სიპტომებს, ეს გამოვლინებები სწრაფად ჩნდება და შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში, მწვავე პორფირიის შეტევები იშვიათია მომწიფების ასაკამდე და მენოპაუზის შემდგომ ქალებში.

სიმპტომები

დაავადების სიმპტომები შესაძლოა გარძელდეს 1 -2 კვირის განმავლობაში და ძირითადად უჯობესდება ნელ-ნელა შეტევის შემდგომ. მწვავე პორფირიის შესაძლო სიმპტომებია:

მკურნალობა

მიუხედავად, იმისა, რომ პორფირია, როგორც წესი უკურნებელია, ცხოვრების სტილის შეცვლა აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.