მწვავე ოპიოიდური (მორფინი, ჰეროინი) საშუალებით ინტოქსიკაცია
ოპიოიდები საქართველოში ნარკოტიკების ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ბუნებრივი და სინთეტიკური წარმოშობის მორფინისმაგვარი ნაერთები (ჰეროინი, ოპიუმი, სუბოტექსი, კოდეინი და სხვა). ეს ნარკოტიკები იწვევს ეიფორიულ მდგომარეობას, სიმშვიდეს, სწრაფად ერთვება ნივთიერებათა ცვლის პროცესში, შედეგად (ზოგჯერ - ერთი-ორი მიღების შემდეგაც კი) ვითარდება ძლიერი ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება. ოპიოიდები დამანგრეველად მოქმედებს ორგანიზმზე და ამ საშუალებებზე დამოკიდებულება ძალიან ძნელი სამკურნალოა. მწვავე ოპიოიდური საშუალებების ზედოზირება საკმაოდ ხშირად ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.