მწვავე მიელოიდური ლეიკემია იშვიათი დააავადება, რომლის განვითარების რისკიც იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. დაავადების ჩამოყალიბება დაკავშირებულია ქრომოსომულ ცვლილებასთან.
გამომწვევი მიზეზები
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
რადიაციული ზემოქმედება
თამბაქოს მოხმარება
მომწამვლელ ნივთიერებებთან კონტაქტი
მემკვიდრული და აუტოიმუნური დაავადებები
სიმპტომები
მწვავე მიელოიდური ლეიკემიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
საერთო სისუსტე
დაღლილობა
ცხელება
წონაში კლება
ხშირი ინფექცია
სისხლჩაქცევეისა და სისხლდენის განვითარება
სახსრებისა და ძვლების ტკივილი
სუნთქვის გართულება
ლიმფური კვანძების გაფართოება
ღვიძლისა და ელენთის გადიდება
მკურნალობა
მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მკურნალობა მოითხოვს სერიოზულ ყურადღებას და ექიმთან დროულ კონსულტაციას.